შერგელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში
Aa
Aa

შერგელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კარიერას ბერძნულ ''გიანინაში'' გააგრძელებს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. 

საბერძნეთის 16-გუნდიან სუპერლიგაში ''გიანინა'' 14 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.

ლაშა შერგელაშვილი ქუთაისის ''ტორპედოს,'' თბილისის ''დინამოსა'' და ''სამტრედიას'' ყოფილი ფეხბურთელია, 2017-18 წლებში კი ლატვიური ''რიგასის'' მაისურით ასპარეზობდა. მან ლატვიის ჩემპიონატში 51 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო.

27 წლის მარცხენა მცველი ბერძნულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 

ვლადიმირ ვაისი შერგელაშვილს ეროვნულ ნაკრებში ხშირად იწვევს, თუმცა იშვიათად აძლევს თამაშის საშუალებას. მოთამაშემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას საბერძნეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა. 30 წლის ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი კარიერას ''ლევადიაკოსში'' გააგრძელებს.

ფოტო: pasgiannina.gr, gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები