Aa
Aa

"ჩელსი", იგუაინის ტრანსფერი და მაურიციო სარის მომავალი

ბოლო სამი წლის განმავლობაში აზარი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებისთვის ჰარი კეინთან, დავიდ დე ხეასთან და ნ'გოლო კანტესთან კონკურენციაშია.  თითქმის ყოველ მატჩში აზარი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, ეს შეიძლება გოლი ან საგოლე გადაცემა იყოს, მაგრამ მას უფრო მარტივად შეუძლია შემობრუნდეს და დრიბლინგით ორი მცველი ჩრდილში მოაქციოს. ბოლო ორი თვის განმავლობაში განტოლება მარტივი ამოსახსნელია: თუ აზარი წარმოდგენას დგამს, ''ჩელსი'' შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს.

ედენ აზარის ცრუ ცხრიანზე თამაში ისეთივე რამ არის, როგორც მინის დინასტიის ვაზაში ფანქრებისა და კალმების შენახვა. ამ როლში ბელგიელი სრულიად გამოუვალ ვითარებაში არ იქნება, რადგან ეს გარემოება აზარისთვის უდიდეს წინაღობად არ ქცეულა და შესაბამისად ბოლომდეც არ შეუზღუდავს.

 

უჩვეულო გადაადგილება

''სტემფორდ ბრიჯზე'' მოღვაწეობის მცირე დროში, ეს არის მაურიციო სარის უდიდესი ცვლილება . უფრო მნიშვნელოვანიც კი ვიდრე ცენტრალური ნახევარდაცვის ცვლილება, რაც გულისხმობს კანტეს თამაშს საჯარიმოდან საჯარიმომდე და ჟორჟინიოს, როგორც თამაშის შემქნელის სიღრმიდან თამაშს საყრდენის პოზიციაზე.

პრემიერლიგის მწვრთნელები გუნდებს  საუკეთესო შემტევი ფეხბურთელების ძლიერ მხარეებით აშენებენ - ჰარი კეინი ''ტოტენჰემში,'' მოჰამედ სალაჰი ''ლივერპულში,'' სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინი ''მანჩესტერ სიტიში.'' შესაბამისად დიდი სიმამაცე სჭირდება, შენი საუკეთესო ფეხბურთელის უჩვეულო და პოტენციურად არაკომფორტულ პოზიციაზე გადაყვანას.

აზარს ცრუ ცხრიანის პოზიციაზე სარის გუნდში მოსვლამდეც უთამაშია, საუკეთესოდ გასულ სეზონში ''ბრაიტონთან'' გასვლით მატჩში იასპარეზა. შეხვედრაში ''არისტოკრატებმა'' ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს, მთავარი მწვრთნელი  კი იტალიელი ანტონიო კონტე იყო. აზარის ცრუ ცხრიანზე გამწესება წინასწარ განზრახული არ იყო. ეს იყო საჭიროება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებითი გადაადგილება.

 

''ჩელსის'' ქომაგები ახალი ცენტრფორვარდის გაფორმებას ვარაუდობენ. გუნდში მოვა ის, ვინც ალვარო მორატას შეცვლის. არაერთხელ ითქვა ''მილანიდან'' გონსალო იგუაინის ''ჩელსიში'' გადასვლის შესახებ. დღეს არგენტინელის ტრანსფერის შანსი საკმაოდ დიდია. ახლახანს ''მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ იგუაინმა კლუბიდან წასვლა სთხოვა.

ნდობა სარისადმი

უპირველესად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აზარი იგუაინის მოსვლით კმაყოფილი იქნება, რადგან ბელგიელი უპირატესობას მარცხენა ფლანგზე თამაშს ანიჭებს. აზარს ცენტრფორვარდთან ერთად თამაში მოსწონს, მასთან ერთად თავს კარგად გრძნობს. გასული წლის ოქტომბერში აზარმა ჟირუს მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი უწოდა , რომელიც ყველაზე კარგად იხსნება. ეს იყო გზავნილი მაურიციო სარის მიმართ, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. სანაკრებო დონეზე აზარის პარტიონირი მოედანზე რომელუ ლუკაკუა.

მაგრამ როცა ლონდონის ''ჩელსიმ'' მთავარ მწვრთნელად სარი დანიშნა, ისინი გრძელვადიან პროექტს ემხრობოდნენ. ევროპაში მაღალი მიზნებისთვის მოღვაწე მწვრთნელებთან შედარებით სარი ფილოსოფოსი მწვრთნელია. მასთან ერთად ფილოსოფოს მწვრთნელად შესაძლოა პეპ გუარდიოლა მივიჩნიოთ. სარი მიდის გუნდში და სწრაფად იწყებს გუნდის ფორმირებას, თამაშის სტილი ექვემდებარება იმ იდეებს, რისიც მას სჯერა და რაც მისი აზრით წარმატებას მოუტანს.

შეტევაში სარის ფილოსოფია მოიცავს სწრაფ ერთ ან ორ გადაცემას, შემდეგ კი მესამე გადაცემა, რომელიც მცველებს პოზიციას აკარგვინებს და თავისუფალი სივრცე იქმნება.

2015-16 წლების სეზონში ''ნაპოლიმ'' იგუაინთან ერთად სერია ა-ში 82 ქულა დააგროვა, ტურინის ''იუვენტუსს'' ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა. სარიმ ევოლუცია მოახდინა,  ნეაპოლურმა კლუბმა კი იგუაინი ''იუვენტუსში'' რეკორდულ თანხად გაყიდა. 2017-18 წლების სეზონში ''ნაპოლიმ'' სერია ა-ში 91 ქულა მოაგროვა. შეტევის ხაზში ლორენცო ინსინიეს, ხოსე კალეხონისა და დრის მერტენსის შექმნილი სანახაობა, შესაძლოა ევროპაში ესთეტიურად ყველაზე ლამაზი, ყველაზე შესანიშნავი იყო.

რთული არაა იმის დანახვა, რომ ედენ აზარი ''ჩელსის'' დრის მერტენსად იქცა. გასულ ორ სეზონში სარისთან მუშაობისას მერტენსის გოლებისა და საგოლე გადაცემების საერთო რაოდენობა 61 იყო. აზარი სარისთან მუშაობის პირველ სეზონს ითვლის, მან პრემიერლიგაში 10 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარი გავიდა, მეორე ნახევარი წინ არის.

პატარა ბიჭები

საინტერესოა, რომ 2017-18 წლების სეზონში ''ნაპოლის'' რვა ნახევარმცველიდან და შემტევიდან, რომლებმაც ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 35 ან მეტი მატჩი ჩაატარეს, მათგან არც ერთი იყო 1.82-ზე მაღალი. ეს რეკორდი სხვა მაღალი დონის კლუბებიდან მხოლოდ ''მანჩესტერ სიტიმ'' და ''ლივერპულმა'' გაიმეორეს. ეს არის ბრწყინვალე შემტევთა ახალი თაობა, რომელიც თამაშზე კონტროლის მოპოვებას ფიზიკური კონდიციების ხარჯზე აღწევენ. კანტე, ჟორჟინიო, მატეო კოვაჩიჩი, ვილიანი, პედრო და აზარი ? მათგან არც ერთია 1.82-ზე მაღალი.

დიდი ალბათობით იგუაინი ''ჩელსის'' ფეხბურთელი გახდება. ასეთ შემთხვევაში ან სარი ტაქტიკურ მონახაზს შეცვლის ან კლუბის ხელმძღვანელები ძალაუფლებას გამოიყენებენ და სარის აზრი მეორეხარისხოვანი გახდება. იტალიელი სპეციალისტი აღიარებს, რომ პულიშიჩის გადაბირება მისი სურვილი არ ყოფილა და ამერიკელ ფეხბურთელთან შეთანხმება მის გარეშე მიაღწიეს. მან ასევე აღიარა, რომ სატრანსფერო ბაზარზე უპირატესობას სხვა ნახევარმცველს მიანიჭებდა და არა ფორვარდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები