მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "სალაჰი მე არ გამიყიდია, პასუხი "ჩელსის" ხელმძღვანელობას მოსთხოვეთ"

„ლონდონის ჩელსის“ გულშემატკივრები ჟოზე მოურინიოს მოჰამედ სალაჰის გასხვისებას დღემდე ვერ პატიობენ. „არისტოკრატების“ ქომაგებს სჯერათ, რომ ეგვიპტელი გუნდიდან პორტუგალიელის მოთხოვნით გაუშვეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ყველაფერი კატეგორიულად უარყო...

ჟოზემ beIN Sports-თან საუბრისას მთავარ დამნაშავედ „ლურჯების“ ხელმძღვანელობა მიიჩნია და განაცხადა: „ხალხი თვლის, რომ სალაჰი მე გავყიდე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესებამება. მე ის ადამიანი ვარ, ვინც მოჰამედი გუნდში მოიყვანა“.

„მახსოვს ჩემპიონთა ლიგაზე „ბაზელის“ წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა და მო სწორედ შვეიცარიული კლუბის ღირსებას იცავდა. ნებისმიერი მატჩის დაწყებამდე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებზე ვრცელ ანალიზს ვაკეთებ და სალაჰის მიმართ სიმპათიები სწორედ ამ დროს გამიჩნდა“.

"მე ის ადამიანი ვარ, ვინც ამ ბავშვის ტრანსფერი გაჩარხა. კლუბს მისი გადმობირების გადაწყვეტილება სწორედ მე მივაღებინე. წარმოიდგინეთ გუნდში ვილიანი და აზარი  გვყავდა, მაგრამ სალაჰის შეძენას მაინც კატეგორიულად მოვითხოვდი“.

„ჩვენ გვინდოდა მას პროგრესისთვის ნელ-ნელა მიეღწია, თუმცა მოჰამედს სათამაშო პრაქტიკის მიღება სურდა. გადავყწვიტეთ სალაჰი იჯარის წესით იტალიაში გაგვეშვა! რატომ?! პასუხი მარტივია! აპენინური ფეხბურთი ტექნიკური და ძალისმიერი სტილით გამოირჩევა და მოსთვის შესაფერისი ადგილი იყო“.

„სალაჰი მე ნამდვილად არ გამიყიდია! პასუხი „ჩელსის“ ხელმძღვანელობას მოსთხოვეთ“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ! მოჰამედი ტრანსფერი ჩემი თხოვნით  არ განხორციელებულა! მე ის ადამიანი ვარ, ვინც მოს „სტემფორდ ბრიჯის“ კარები გაუღო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები