ოფიციალურად დვალი ''ფერენცვაროშის'' ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად დვალი ''ფერენცვაროშის'' ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი ლაშა დვალი პოლონური ''პოგონიდან'' უნგრულ ''ფერენცვაროშში'' გადავიდა. პოლონური მედიის ცნობით სატრანსფერო თანხა 500 000 ევროს შეადგენს.

''ფერენცვაროშის'' ოფიციალური ვებგვერდი კონტრაქტის ხანგრძლივობას არ ასახელებს.

პოლონური ''პოგონის'' ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დარიუშ ადამჩუკმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ დვალის ტრანსფერი დროული იყო, რადგან მას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წელს ეწურებოდა და განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადასულიყო.

ადამჩუკის თქმით, შეთანხმებით ფეხბურთელი კმაყოფილია, რადგან მას გარემოს შეცვლა სურდა, ხოლო კლუბმა ფინანსური სარგებელი მიიღო.

''ფერენცვაროშის'' მთავარი მწვრთნელი უკრაინელი სპეციალისტი სერგეი რებროვია. გასულ სეზონში ''ფერენცვაროშმა'' უნგრეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, მიმდინარე სეზონში კი პირველ პოზიციაზეა.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ლაშა დვალის შეძენა ყაზანის ''რუბინსაც'' სურდა, თუმცა მოლაპარაკება არ გამართულა.

დვალმა მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის 13 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო. გერმანული ''დუისბურგის,'' ვროცლავის ''შლიონსკისა'' და თურქული ''ქასიმფაშას'' ყოფილმა მოთამაშემ ერთა ლიგის 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

მოთამაშის სიმაღლე 191 სანტიმეტრია. მან 2017 წელს რამდენიმე თვე იჯარის წესით ყაზახურ ''ირტიშში'' გაატარა. გარდა ამისა კარირის დასაწყისში კონტრაქტი ინგლისურ ''რედინგთან'' გააფორმა.

ინგლისის, გერმანიის, პოლონეთის, თურქეთისა და ყაზახეთის შემდეგ დვალი უნგრეთში ითამაშებს.

ფოტო: pogonszczecin.pl, fradi.hu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები