პაპუნაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
Aa
Aa

პაპუნაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

საფეხბურთო კლუბ ''სარაგოსას'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

23 წლის გარემარბს ტრავმის გამო თითქმის სამი თვე გაუცდა, შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ''ექსტრემადურასთან'' ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მან ასევე ითამაშა ხიხონის ''სპორტინგთან'' შეხვედრაში, თუმცა მცირე ტრავმის გამო გასულ ტურში ''მალაგას'' წინააღმდეგ არ უთამაშია.

ხვალ, 19 იანვარს, ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურში ''სარაგოსა'' ''რაიო მაჰადაონგას'' ესტუმრება. შესაძლოა აღნიშნულ შეხვედრაში პაპუნაშვილმა მონაწილეობა მიიღოს.

21 ტურის შემდეგ ესპანეთის რანგით მეორე ლიგის 22-გუნდიან ჩემპიონატში ''სარაგოსა'' 22 ქულით მე-16 ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში გიორგი პაპუნაშვილმა ლა ლიგის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მოედანზე კი მხოლოდ 196 წუთი გაატარა, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. ასევე მან ესპანეთის სამეფო თასზე 1 მატჩი ჩაატარა და ''დეპორტივოს'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, ''სარაგოსას'' სარეზერვო გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშობს. ესპანურ გუნდში მეკარე გიორგი ჩოჩიშვილთან ერთად ლევან გრძელიძე ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები