Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ინდიანა - ფილადელფია 96 – 120

ჯოელ ემბიდის, ჯიმი ბატლერის და ბენ სიმონსის „ფილადელფია“ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. „სიქსერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, რაც „ინდიანასთან“ მატჩში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„ფილამ“ „პეისერსი“ მიწასთან გაასწორა და სტუმრად ძალიან მარტივად მოუგო. „სიქსერსს“ 27 ქულით ჯიმი ბატლერმა ულიდერა. ჯოელ ემბიდი 22 ქულით გამოირჩა, ჯეი ჯეი რედიკმა კი აქტივში 20 ქულა ჩაიწერა.

„ინდიანას“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ სამმა კალათბურთელმა გადალახა. საუკეთესო კი თადეუს იანგი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა.

ოკლაჰომა - ლეიკერსი 128 – 138

ყველაზე საინტერესო და დაძაბული „ოკლაჰომასა“ და „ლეიკერსს“ შორის გამართული დაპირისპირება აღმოჩნდა. მატჩის აშკარა ფავორიტი რასელ უესტბრუკის „თანდერი“ იყო, თუმცა შეხვედრას რადიკალურად განსხვავებული დასასრული ჰქონდა.

ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა. დამატებითი ხუთწუთეული კი „ლეიკერსის“ უპირატესობით წარიმართა.

„ოკლაჰომას“ 27 ქულით პოლ ჯორჯმა ულიდერა. რასელ უესტბრუკმა აქტივში 26 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 9 მოხსნა ჩაიწერა. ტონი ფერგიუსონი კი 21 ქულით გამოირჩა.

„ლეიკერსის“ მხრიდან საუკეთესო კაილ კუზმა გახლდათ, რომელმაც გუნდს 32 ქულა შესძინა. ივიცა ზუბაჩმა თავი 26 ქულას მოუყარა. ლონზო ბოლმა შეხვედრა 18 ქულით, 6 მოხსნით და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა

სხვა მატჩების შედეგები

ვაშინგტონი - ნიუ იორკი 101 – 100

შარლოტა - საკრამენტო 114 – 95

ტორონტო - ფინიქსი 111 – 109

დენვერი - ჩიკაგო 135 – 105

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები