კორუფცია და მოკლული ჟურნალისტი განაში
Aa
Aa

კორუფცია და მოკლული ჟურნალისტი განაში

განელი ჟურნალისტი აჰმედ ჰუსეინ-სუალე , რომელიც ფეხბურთის ფედერაციის კორუფციულ სქემებს იძიებდა, საკუთარ ქვეყანაში მოკლეს.

უცნობმა პირებმა , რომლებიც მოტოციკლტით იყვნენ  ჟურნალისტს აკრის გარეუბანში დახვდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. მიღებული ჭრილობების გამო აჰმედ ჰუსეინი გარდაიცვალა.

 ჟურნალისტი იყო "Tiger Eye Private Investigations"-ის გუნდის წევრი , რომლებიც განას საფეხბურთო ლიგების კორუფციულ სქემებს იძიებდნენ.

2018 წლის ზაფხულში კომპანია "BBC Africa Eye"-მ დოკუმენტური ფილმი მოამზადა, სადაც განას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კვესი ნაიანტაკიისა და სხვა ჩინოვნიკების კორუფციული საქმიანობა  იყო გამოაშკარავებული. მაგალითად ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ იღებს ნაინტაკი 65 ათას დოლარს.

ფილმის გამოსვლის შემდეგ, ფიფამ ნაიანტაკიი სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე განის პარლამენტის წევრმა კენედი აგიაპონგმა ჰუსეინ-საუელს ფოტოსურათები გაავრცელა და მასზე ანგარიშსწორების მოწოდებით გამოვიდა.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს აფრიკის მთელ ტერიტორიაზე 8 ჟურნალისტი იქნა მოკლული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები