მეივეზერისა და პაკიაოს ორთაბრძოლას სექტემბერში ვიხილავთ?
Aa
Aa

მეივეზერისა და პაკიაოს ორთაბრძოლას სექტემბერში ვიხილავთ?

ენტონი ჯოშუას პრომოუტერი, ედი ჰირნი დარწმუნებულია, რომ ლეგენდარულ ფლოიდ მეივეზერს რინგზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ „მანის“ შესაძლო დაბრუნების შესახებ უცხოურ პრესაში საკმაოდ ბევრი იწერებოდა და სავარაუდო მეტოქედ მენი პაკიაო სახელდებოდა.

ედის მიაჩნია, რომ ყველაფერი ზუსტად ამ სცენარით განვითარდება და მოკრივეები საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს მიიღებენ. ზუსტი ციფრების დასახელება შეუძლებელია, თუმცა საუბარი დაახლოებით 470 მილიონ ფუნტზეა. ბუნებრივია ასეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა ნამდვილად რთული გახლავთ.

ჰირნმა მენისა და მეივეზერის სამომავლო გეგმების შესახებ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ედიმ პაკიაო-ბრონერის ორთაბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზიც გაასაჯაროა და განაცხადა: „ალბათ პაკიაო გაიმარჯვებს. ტრიუმფატორის ვინაობას მსაჯები გამოავლენენ და ვფიქრობ მენი მეტოქეს ქულებით აჯობებს. ადრიენი არაა ისეთი მოკრივე, რომელსაც  შეტევაზე აქტიურად გადასვლა და პაკიაოს სისწრაფესთან გამკლავება შეუძლია“.

„დარწმუნებული ვარ ბრონერთან ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ მეივეზერისა და პაკიაოს დაპირისპირებას დააანონსებენ. ეს ყველაფერი უშუალოდ რინგზე მოხდება. ბრძოლა კი სექტემბერში გაიმართება“.

ცხელი ამბები