ჯიღაური საფრანგეთის თასზე დამატებით დროში დამარცხდა
Aa
Aa

ჯიღაური საფრანგეთის თასზე დამატებით დროში დამარცხდა

საფრანგეთის საფეხბურთო თასის 2018-19 წლების სეზონის 1/32-ფინალურ ეტაპზე ლიგა 2-ის ''გრენლობი'' საკუთარ მოედანზე ''სტრასბურგს'' დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. სტუმრებმა მატჩის ერთადერთი გოლი 98-ე წუთზე გაიტანეს.

''გრენობლის'' სათადარიგოთა სკამზე ჯაბა ჯიღაური იჯდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი თამაშში 97-ე წუთზე ჩაერთო.

ჯიღაური ფრანგულ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა. მან ''გრენობლის'' მაისურით ლიგა 2-ში 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 188 წუთი გაატარა. გარდა ამისა საფრანგეთის თასის 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,  ერთხელ კი საფრანგეთის ლიგის თასზე ითამაშა.

ჯაბა ჯიღაური თბილისის ''დინამოს,'' საჩხერის ''ჩიხურას,'' მაკედონიური ''ვარდარისა'' და ყაზახური ''ორდაბასის'' ყოფილი ფეხბურთელია.

მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი ჩაატარა.

ფოტო: gf38.fr

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები