WBC-იმ
Aa
Aa

WBC-იმ "ბრძანება" გასცა! ფიური VS უაილდერი 2?

ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის პირველ შერკინებას კრივის სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქომაგთა უდიდესი ნაწილი შედეგით უკმაყოფილოა და მატჩრევანშის ხილვა სურს.   

ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით მებრძოლებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს და ორივე მათგანმა მატჩრევანშის ჩატარების სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა. ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ დიდი ალბათობით ფიურისა და უაილდერის მეორე ორთაბრძოლა შედგება.

საგულისხმოა ისიც, რომ დაპირისპირების ჩატარების „ბრძანება“ WBC-მაც გასცა. ორგანიზაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა: „WBC-ის მმართველმა საბჭომ ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერს შორის მატჩრევანშის გამართვას მხარი დაუჭირა. მათ წარმომადგენლებს მოსალაპარაკებლად დრო 5 თებერვლამდე ეძლევათ. თუ შეთანხმება არ შედგა საქმეში უშუალოდ WBC ჩაერთვება“.

“WBC-მ ორთაბრძოლის შედეგად მიღებული შემოსავლის გაყოფასთან დაკავშირებით ცვლილებები განახორციელა. 70%- 30%-ის ნაცვლად უაილდერის სასარგებლოდ 60-40-ზე იქნება“.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ გამოცემებთან საუბრისას დეონტეისთან მატჩრევანშს ფიურიც გამოეხმაურა და აღნიშნა: „უაილდერის წინააღმდეგ რინგზე კიდევ ერთხელ გამოსვლა ნამდვილად მსურს! თუ დეონტეის წარმომადგენლები უარს იტყვიან, მათი პრობლემაა. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. დიდების მისაღწევად მეორე შანსი არ მჭირდება“.

ცხელი ამბები