ვან დერ ვაარტი:
Aa
Aa

ვან დერ ვაარტი: "ისკო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მას ყოველთვის აქვს პრობლემები მწვრთნელებთან"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა Marca-სთან ისკოსა და მისი პრობლემების შესახებ ისაუბრა.

35 წლის ჰოლანდიელმა ესპანელ ნახევარმცველს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„ეს ჩემთვის სიგიჟეა, ისკო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მას ყოველთვის აქვს პრობლემები მწვრთნელებთან. ზიდანიც კი მას 100%-ით არ ენდობოდა.

როდესაც „რეალის“ თამაშის საყურებლად მივდივარ, ჯერ შემადგენლობას ვნახულობ და თუ ისკო სასტარტოში არ არის, უკან სახლში ვბრუნდები“.

ვან დერ ვაარტმა „რეალში“ მოურინიოს შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა:

„სიამოვნებით ვნახავდი მას კვლავ მადრიდში. რატომაც არა? ის „განსაკუთრებულია“ და გამარჯვებულია.

მე ის პიროვნულად არ მომწონს, თუმცა როგორც მწვრთნელი მან ბევრი ტიტული მოიგო“.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიერა 2018 წლის ნოემბერში დაასრულა. ის „რეალის“ ღირსებას 2008-2010 წლებში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები