ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "დასამალი არაფერი მაქვს...ვნახოთ რა მოხდება სეზონის ბოლოს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

ბასკ სპეციალისტს კლუბთან არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება და ჯერჯერობით არავინ იცის დარჩება თუ არა ის „კამპ ნოუზე“.

„მე ამ ყველაფრის, ამ ინტრიგების კარგად არ მესმის. თუ კლუბთან ახალი კონტრაქტი მექნება ამის შესახებ გაცნობებთ.

გახანგრძლივების შესახებ ნაბიჯები გადადგმულია და საქმე წინ მიიწევს. დასამალი არაფერი მაქვს.

არ ვიცი სხვა მწვრთნელები როგორ ფიქრობენ და რა სურთ. ზოგიერთ მათგანს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი სურს, სხვებს კი წლიდან წლამდე გახანგრძლივება მოსწონთ.

შენ შეგიძლია 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმო, თუმცა ყველაფერი მაინც შედეგებზეა დამოკიდებულია. სამი კვირის შემდეგ სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. ამიტომ მე ასეთი პოზიცია მაქვს. ვნახოთ რა მოხდება სეზონის ბოლოს“.

შეგახსენებთ, რომ ვალვერდე კლუბთან კონტრაქტს მხოლოდ თითო წლით აფორმებს და ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებაზე უარს აცხადებს.

მიმდინარე სეზონში „ბარსა“ დამაჯერებლად გამოიყურება და წინა სეზონის მსგავსად ლა ლიგაში წელსაც უდაო ფავორიტია, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ვერმოგების შემთხვევაში ვალვერდეს გუნდიდან დაითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები