ნურმაგომედოვი:
Aa
Aa

ნურმაგომედოვი: "კონორი მატჩრევანშს არ იმსახურებს"

კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის მატჩრევანშის ხილვა UFC-ის ძალიან ბევრ გულშემატკივარს სურს. ქომაგების ინტერესს მებრძოლებს შორის არსებული "ურთიერთობა" აძლიერებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხაბიბის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა, ირლანდიელს UFC-ში ნომერ პირველი ბო*ი უწოდა. ყველაფერი კი მაკგრეგორმა წამოიწყო, რომელმაც ნურმაგომედოვი მიწასთან გაასწორა.

ხაბიბი რამდენიმე საათის წინ ავსტრალიაში ჩავიდა და აეროპორტში ყოფნისას საკმაოდ საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბრა. მასმედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მას კითხვა კონორთან მატჩრევანშის გამართვასთან დაკავშირებით დაუსვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „მატჩრევანში მაკგრეგორთან?! კონორი მატჩრევანშს არ იმსახურებს. რატომ უნდა გავმართო მასთან მატჩრევანში?“

ჟურნალისტი: „ბოლო პერიოდში ის შენს შესახებ ძალიან ბევრს ლაპარაკობს და ამბობს, რომ"...

ნურმაგომედოვი: „კონორი პირველი ორთაბრძოლის დაწყებამდეც ბევრს ლაპარაკობდა, მაგრამ როცა ოქტაგონზე გავედით არაფერი გაუკეთებია“.

აღსანიშნავია, რომ უცხოური გამოცემების ინფორმაციით UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს, მატჩრევანშის გამართვა სურს და მზადაა მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. მიუხედავად ამისა ბევრი რამ ნევადას სპორტული კომისიის ვერდიქტზე იქნება დამოკიდებული.

ცხელი ამბები