გვილიას გოლი სადებიუტო მატჩში
Aa
Aa

გვილიას გოლი სადებიუტო მატჩში

კვიპროსულ შეკრებაზე პოლონურმა ზაბჟეს ''გურნიკმა'' ამხანაგურ მატჩში ადგილობრივი ''ანაგენისი'' 8:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა მაისურით საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ითამაშა. მან პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.

გოლის გატანის გარდა 24 წლის ვაკო გვილიამ საგოლე კომბინაციებშიც მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ აქტიური იყო.

 

შეგახსენებთ, შვეიცარიულმა ''ლუცერნმა'' გვილია პოლონურ კლუბში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

ფოტო: gornikzabrze.pl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები