Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ბოსტონი - ტორონტო 117 - 108

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა, ცენტრალური მატჩი კი „თიდი გარდენში“ შედგა, სადაც „ბოსტონმა“ „ტორონტო“ მიიღო.

„კელტებმა“ შესანიშნავად იასპარეზეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. „ბოსტონის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი კაირი ირვინგმა შეიტანა. ამ უკანასკნელმა შეხვედრა 27 ქულითა და 18 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ალ ჰორფორდმა აქტივში 24 ქულა ჩაიწერა. ჯეისონ ტეიტუმი კი 16 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა.

„ტორონტოს“ 33 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა. სერჟ იბაკამ მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 22 ქულა, 10 მოხსნა. დენი გრინმა კი გუნდს 15 ქულა შესძინა.

დალასი - სან ანტონიო 101 – 105

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიომ“ ორმატჩიანი წარუმატებელი სერია ტეხასურ დერბიში შეწყვიტა და „დალასი“ დაამარცხა.

„სპურსმა“ გამარჯვების მოპოვება გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოახერხა. გრეგ პოპოვიჩის კოლექტივის რიგებში 10 ქულიანი ნიშნული 6-მა კალათბურთელმა გადალახა, საუკეთესო კი მარკო ბელინელი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა დააგროვა.

„დალასის“ მხრიდან ტრადიციულად ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. სლოვენიელმა ახალწვეულმა აქტივში 25 ქულა ჩაიწერა. უესლი მეთიუზმა მატჩი 13 ქულით დაასრულა. ჰარისონ ბარნსი კი 11 ქულას დასჯერდა.

სხვა მატჩების შედეგები

დეტროიტი - ორლანდო 120 – 115

ჰიუსტონი - ბრუკლინი 142 – 145

მემფისი - მილუოკი 101 – 111

პორტლენდი - კლივლენდი 129 – 112

გოლდენ სტეიტი - ნიუ ორლეანი 147 – 140

კლიპერსი - იუტა 109 - 129

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები