მაკარიძემ პორტუგალიური კლუბი დატოვა
Aa
Aa

მაკარიძემ პორტუგალიური კლუბი დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემ პორტუგალიურ ''რიუ ავესთან'' კონტრაქტი ორმხრივი შეთანხემის საფუძველზე გაწყვიტა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

მას სეზონის პირველი ნახევარი გაუცდა, მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიური კლუბი პოლონურ ''იაგიელონიასთან'' დამარცხდა. მაკარიძემ ორივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, შემდე კი ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე გაუცდა.

28 წლის მაკარიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში მიმდინარე თვეში განაახლა. მას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე აკავშირებდა.

ფოტო: rioavefc.pt

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები