ნავასი: „ჩელსი“ ქულებს აუცილებლად დაკარგავს
Aa
Aa

ნავასი: „ჩელსი“ ქულებს აუცილებლად დაკარგავს

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბს, ხესუს ნავასს „პრემიერ ლიგის“ მოგების ძალიან დიდი სურვილი აქვს. მისი თქმით გუნდმა ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო ლონდონის „ჩელსი“ ქულებს აუცილებლად დაკარგავს.

 

„ამ ეტაპზე მთავარია, რომ ყველა დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ. „ჩელსი“ კი ქულებს აუცილებლად დაკარაგავს. ჩვენ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს იმისთვის, რომ ყველა დარჩენილ თამაშში 3 ქულა მოვიპოვოთ. „პრემიერ ლიგის“ ტიტულისთვის უკანასკნელი მატჩის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ. ჩვენ საკუთარ მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი შესაბამისად დაგვიფასდება“ - განაცხადა ხესუს ნავასმა

 

ინგლისის „პრემიერ ლიგის“ 31-ე ტურის შემდეგ, „სიტი“ ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 7 ტურია დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები