კიელინი:
Aa
Aa

კიელინი: "რონალდუმ ჩემი ოცნება დაამსხვრია... მან ჩვენი გუნდი შეცვალა"

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ BBC-ისთან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

34 წლის იტალიელმა უკანახაზელმა პორტუგალიელი ფეხბურთელის გავლენას გაუსვა ხაზი, რომელსაც ის მთელს გუნდზე ახდენს.

"სანამ ის ჩვენს გუნდში მოვიდოდა იგი მძულდა, რადგან ჩვენს კარგში ბევრი გოლი აქვს გატანილი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარდიფში მან ჩემი ოცნება დაამსხვრია და მომდევნო სეზონში ეს ტურინშიც განმეორდა.

ლიგის მოგება აქამდე ჩვენი ოცნება იყო, ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუ გვყავს და მოსაგებად ბოლო ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

ის სპორტდარბაზში დიდ დროს ატარებს და მხოლოდ ფეხბურთზეა ფოკუსირებული. რონალდუ თანაგუნდელებს დიდ დახმარებას უწევს. ის მეც დამეხმარა.

ის კარგი პიროვნებაა, როგორც ფეხბურთელი კი შთამბეჭდავია. მინდვრის მიღმა, თუ როგორ ემზადება ის მატჩისთვის, როგორც ცხოვრობს ის 24 საათი ფეხბურთით - მან ჩვენი გუნდი შეცვალა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები