Aa
Aa

ტოჩინოშინმა უშანსოდ წააგო! - ქართველის მოუგებელი სერია გრძელდება

ლევან გორგაძემ 2019 წლის "ჰაცუ ბაშო" ძალიან ცუდად დაიწყო და საწყისი 3 ორთაბრძოლა წააგო, დღეს კი ტამავაშის დაუპირისპირდა, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე მოგება-წაგებათა ბალანსი 2:1-ზე ჰქონდა.

ტოჩინოშინის წაგებათა სერია გრძელდება და მან დღეს მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა. ტამავაშიმ თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და ქართველ ოძეკს დამაჯერებლად აჯობა.

შედეგად, ლევანს 4 დღის შემდეგ მოგება არ აქვს და კაჩი-კოშის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება. თუ ასე მოხდა, შემდეგ ბაშოზე მას წოდების დასაცავად ბრძოლა მოუწევს.

ტოჩინოშინი "ჰაცუ ბაშოს" მე-5 დღეს შოჰოზანს შეხვდება, რომელსაც ასევე საკმაოდ ცუდი სტარტი აქვს და 4 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 1 მოიგო.

ცხელი ამბები