კისენოსატომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო
Aa
Aa

კისენოსატომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

იაპონელმა იოკოძუნამ, კისენოსატომ, კარიერა დაასრულა. აღნიშნული გადაწყვეტილება მისი საჯინიბოს მმართველმა, ტაგონოურამ, გაასაჯაროა. შეგახსენებთ, რომ კისენოსატომ „ჰაცუ ბაშოზე“ ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო. ბოლო ორი ტურნირის ეგიდით კი მიჯრით რვა ბრძოლაში დამარცხდა.

ტაგანოურამ მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ასეთი რამ განაცხადა: „კისენოსატომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. გუშინ ამ საკითხის შესახებ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ვსაუბრობდით და მისგან ასეთი ფრაზები მოვისმინე: გთხოვ, კარიერის დასრულების ნება მომეცი! მინდა კარიერა დავასრულო“.

32 წლის კისენოსატოს დებიუტი 2002 წელს შედგა. იაპონელი სეკიტორი მაკუუჩის დივიზიონში 2004-ში გადავიდა, იოკოძუნას სტატუსი კი 2017 წელს დაისაკუთრა.

კისენოსატომ იმპერატორის თასი ორჯერ მოიგო. ბოლო პერიოდში მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა. კისენოსატომ ტრავმის გამო ზედიზედ 8 ბაშო გამოტოვა და სასურველი ფორმის დაბრუნება ვერა და ვერ მოახერხა.

იაპონელი სუმოისტი 72-ე იყო, ვინც იოკოძუნას წოდება მიიღო...

ცხელი ამბები