Aa
Aa

გიორგი შერმადინის 13 ქულა და მნიშვნელოვანი გამარჯვება

ევროთასის Top 16-ის მესამე ტური  „უნიკახასთვის“ წარმატებული გამოდგა.  გიორგი შერმადინის გუნდმა საკუთარ კედლებში ფრანგული „ლიმოჟი“ მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ესპანელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. „ლიმოჟის“ კალათბურთელებმა თამაშში დაბრუნება მეორე ნახევარში სცადეს და ერთ მომენტში სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და საბოლოოდ 79-72 დამარცხდნენ.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 17 წუთი და 24 წამი გაატარა. ქართველი ცენტრი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და აქტივში 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17-ს უწია და მხოლოდ თანაგუნდელ ადამ ვაჩინსკის ჩამორჩა, რომელმაც +18 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შედეგად „უნიკახას“ ორი მოგება და ერთი მარცხი დაუგროვდა. მომდევნო ტურში ესპანელები იმავე „ლიმოჟს“ დაუპირისპირდებიან, მატჩი ამჯერად საფრანგეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები