''აზიის თასზე თამაში დიდი გამოწვევაა'' - ქართველი ფეხბურთელი ტაჯიკეთის ჩემპიონატში
Aa
Aa

''აზიის თასზე თამაში დიდი გამოწვევაა'' - ქართველი ფეხბურთელი ტაჯიკეთის ჩემპიონატში

ტაჯიკეთის საფეხბურთო კლუბ ''ხოჯენდში'' 26 წლის ქართველი მცველი თორნიკე ჯიმშელეიშვილი ჩაირიცხა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მოთამაშემ ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

ქართველი ლეგიონერი კლუბის პრესსამსახურთან საუბარში აღნიშნავს, რომ წინადადებები ქართული კლუბებისგანაც მიიღო, თუმცა არჩევანი ტაჯიკური გუნდის სასარგებლოდ გააკეთა. მისი თქმით ''ხოჯენდი'' ამბიციური კლუბია და მისთვის აზიის თასზე ასპარეზობა დიდი გამოწვევაა. ჯიმშელეიშვილს გუნდთან ერთად ტიტულების მოპოვება სურს.

26 წლის მოთამაშეს ''ზოოვეტში,'' ''საპოვნელაში,'' ტყიბულის ''მეშახტეში,'' წყალტუბოს ''სამგურალსა'' და ფოთის ''კოლხეთში'' უასპარეზია.

ჯიმშელეიშვილის ახალი გუნდი აზიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. შეხვედრები 6 და 13 მარტს გაიმართება. ამ ეტაპზე ''ხოჯენდის'' მეტოქე უცნობია. გამარჯვების შემთხვევაში კლუბი აზიის თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

2018 წლის სეზონში ტაჯიკეთის ელიტარულ ჩემპიონატში ''ხოჯენდი'' მეორე ადგილზე გავიდა.

ფოტო: fc-khujand.tj

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები