ზლატან იბრაჰიმოვიჩი:
Aa
Aa

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "იუვენტუსში“ გადასვლა გამოწვევა ნამდვილად არაა“

„ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ვარსკლავმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. „იბრას“ "უკმაყოფილების" მიზეზი პორტუგალიელის ფრაზები გახდა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა რამდენიმე კვირის წინ ასეთი რამ განაცხადა: „ვისურვებდი, რომ ერთხელაც მესი სათამაშოდ იტალიაში გადმოვიდეს, მიიღოს გამოწვევა ისევე, როგორც მე“.

შვედმა ფეხბურთელმა საკუთარი პოზიცია ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საუბრისას დააფიქსირა და აღნიშნა: „კრიშტიანუ გამოწვევების შესახებ ლაპარაკობს. რონალდუ გამოწვევას იმ გუნდში გადასვლას უწოდებს, რომელსაც „სერია ა“-ს მოგება თვალდახუჭულს შეუძლია“.

„რატომ არ გადავიდა „იუვეში“ რამდენიმე წლის წინ? მაშინ, როცა ტურინელები „სერია ბ“-ში იყვნენ“?

„გამოწვევა ის იქნებოდა მეორე დივიზიონში მოასპარეზე გუნდის მაისურით „სერია ა“-ს საგზური რომ მოეპოვებინა და ელიტაში დაბრუნებულიყო“.

„ეს ყველაფერი სისულელეა! „იუვენტუსში“ გადასვლა გამოწვევა ნამდვილად არაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები