პეტრ ჩეხი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს
Aa
Aa

პეტრ ჩეხი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

„ლონდონის არსენალის“ გოლკიპერი, პეტრ ჩეხი, სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. 36 წლის მეკარე „მეთოფეების“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და როგორც ჩანს ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.

ჩეხმა საკუთარი პოზიცია სოციალური ქსელების მეშვეობით გაასაჯაროა. „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პეტრმა პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა: „მეოცე სეზონია პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობ. პირველ კონტრაქტს ხელი 20 წლის წინ მოვაწერე და ალბათ იდეალური დროა განვაცხადო, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ“.

„პრემიერ ლიგაში 15 წლის განმავლობაში ვასპარეზობდი და ყველა ტურნირის გამარჯვებული გავხდი. ვფიქრობ ყველაფერს მივაღწიე, რაც მსურდა“.

„საკუთარ თავზე მუშაობას გავაგრძელებ და იმედი მაქვს სეზონის ბოლოს „არსენალთან“ ერთად კიდევ ერთ თასს ავწევ. შემდეგ კი ვნახავ ცხოვრება, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რას მიმზადებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები