კანელო ალვარესი vs გენადი გოლოვკინი 3?
Aa
Aa

კანელო ალვარესი vs გენადი გოლოვკინი 3?

გენადი გოლოვკინისა და კანელო ალვარესის ორივე დაპირისპირების შედეგს კრივის ქომაგთა და ექსპერტთა შორის სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა (ერთ-ერთმა არბიტრმა საკმაოდ უცნაური ანგარიში დააფიქსირა) მეორე შეხვედრაში კი მსაჯების გადაწყვეტილებით მექსიკელმა იმარჯვა, რამაც ასევე დიდი რეზონანსი გამოიწვია.

კანელო ალვარესის პრომოუტერს, ოსკარ დე ლა ჰოიას, მიაჩნია, რომ სიტუაციის გასარკვევად მესამე შერკინების გამართვაა საჭირო. მან მექსიკელის სამომავლო გეგმების შესახებ ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: „წელს კანელო რინგზე 2-ჯერ ან 3-ჯერ გამოვა. ალვარესს სურს ყველა დროის საუკეთესო მოკრივე გახდეს და მზადაა ნებისმიერ ოპონენტს დაუპირისპირდეს“.

„გუშინ გოლოვკინის წარმომადგენლებთან წინასწარი მოლაპარაკებები გავმართე და მესამე ორთაბრძოლის ჩატარების ალბათობა განვიხილეთ. დისკუსია მომავალშიც გაგრძელდება და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება“.

„კანელო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და წინ ბევრი რამ აქვს. იგი მხოლოდ 28 წლისაა, თუმცა როგორც აღვნიშნე სურს საკუთარი სიძლიერე დაამტკიცოს და  უმაღლესი დონის მეტოქეების წინააღმდეგ იჩხუბოს“.

ცხელი ამბები