10 დღე გადაწყვეტილების მისაღებად! ენტონი ჯოშუა მეტოქეს ელოდება!
Aa
Aa

10 დღე გადაწყვეტილების მისაღებად! ენტონი ჯოშუა მეტოქეს ელოდება!

ენტონი ჯოშუას ბანაკი ბრიტანელი მოკრივის მომდევნო მეტოქეს ეძებს. „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციით უაილდერსა და ენტონის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.

ამჟამინდელი სიტუაციის შესახებ ჟურნალისტებთან ჯოშუას პრომოუტერმა, ედი ჰირნმა, ისაუბრა. ამ უკანასკნელის თქმით ყველაფერი 10 დღეში უნდა გაირკვეს: "დეონტეი უაილდერი, ტაისონ ფიური, დილიან უაითი. ამ მოკრივეებს ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ რინგზე გასვლის შანსი აქვთ, თუმცა თანხმობა არცერთისგან მიგვიღია. მოლაპარაკებები რამდენიმე სპორტსმენთან მიმდინარეობს და ჯოშუას ოპონენტის ვინაობა მომდევნო 10 დღეში უნდა გაირკვეს. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია. თუ ენტონის დამარცხება შეგიძლიათ ორთაბრძოლის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადეთ! ეს თქვენი შანსია“.

„რაც შეეხება უაილდერს, მას ელექტრონული ფოსტით შეტყობინება 6-ჯერ გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი არცერთხელ მიგვიღია! როგორც ჩანს დეონტეი იტყუება, როცა ამბობს, რომ ჯოშუასთან ორთაბრძოლის გამართვა სურს“.

აღსანიშნავია, რომ ჰირნის განცხადებით მან შეთავაზება ტაისონ ფიურისაც გაუკეთა და საკმაოდ სოლიდური წინადადებით მიმართა. არაა გამორიცხული ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქედ სწორედ ფიური ვიხილოთ...

ცხელი ამბები