დაპირისპირება გრძელდება! „UFC-ში მაკგრეგორზე დიდი ბო*ი არავინაა“
Aa
Aa

დაპირისპირება გრძელდება! „UFC-ში მაკგრეგორზე დიდი ბო*ი არავინაა“

ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის არსებულ დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს. ირლანდიელმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ „მოსისხლე მტერს“ ბო*ი უწოდა. დაღესტნელმა მაკგრეგორის განცხადებებს პასუხი სოციალურ ქსელებში გასცა. ახლა კი კონორის ფრაზებს ხაბიბის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი, გამოეხმაურა.

ამ უკანასკნელმა საკუთარი პოზიცია „ინსტაგრამზე“ დააფიქსირა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ პოსტი წაშალა. აბდელაზიზმა ირლანდიელი მიწასთან გაასწორა და განაცხადა: „კონორ მაკგრეგორ შეწყვიტე! ასეთი განცხადებებით საკუთარ თავს, ოჯახს და ქვეყანას არცხვენ“!

„არ დაგავიწყდეს, იმ ადამიანს აყენებ შეურაცხყოფას, ვინც ორთაბრძოლისას შანსი არ დაგიტოვა და გაიძულა მესამე რაუნდის შემდეგ დანებებულიყავი“.

„თავდაპირველად ამბობდი, რომ ყველაფერი მხოლოდ ბიზნესი იყო, თუმცა ახლა ხაბიბს ბო*ს უწოდებ. არადა MMA-ში ნომერ პირველი ბო*ი შენ ხარ! UFC-ში შენზე დიდი ბო*ი არავინაა“.

„ნურმაგომედოვმა გაგანადგურა! შეურაცხყოფის მიყენების ნაცვლად სჯობს ივარჯიშო და ლიდერთა შორის დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთო“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვთან ორთაბრძოლის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მაკგრეგორმა აბდელაზიზს ტერორისტი და ჩამშვები უწოდა და მათ შორის დაძაბულობა სწორედ აქედან წარმოიშვა.

ცხელი ამბები