Aa
Aa

ტოჩინოშინის ახალი სენი! - მოგებული ორთაბრძოლის წაგება...

გასული წლის "ჰაცუ ბაშოს" გამარჯვებულმა, ლევან გორგაძემ წლევანდელი გათამაშება ცუდად დაიწყო და საწყისი 2 ორთაბრძოლა დათმო.

წლის პირველი ბაშოს მე-3 დღეს ქართველი სეკიტორის მეტოქე მიოგირიუ გახლდათ, რომელსაც ტოჩინოშინის მსგავსად, ზედიზედ 2 წაგება ჰქონდა.

სამწუხაროდ, ტოჩინოშინისთვის დღევანდელი ორთაბრძოლაც უიღბლო გამოდგა და იგი მეტოქესთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ როგორც გუშინდელი ორთაბრძოლისას, ლევანს დღესაც დიდი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ბოლო წამს მეტოქე დოჰიოდან ვერ გაიყვანა, რაც, რა თქმა უნდა, ფეხის ტრავმის ბრალიცაა. შედეგად, ჩვენს თანამემამულეს ბაშოს 3 დღის შემდეგ მოგება არ აქვს.

"ჰაცუ ბაშოს" მომდევნო დღეს, გორგაძის მოწინააღმდეგე ტამავაში იქნება, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაზე მოგება-წაგებათა ბალანსი 2:1-ზე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები