Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

სან ანტონიო - შარლოტი 93 - 108

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღე საინტერესო შეხვედრებით გამოირჩა.

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიომ“ საკუთარ კედლებში საპლეიოფო საგზურისთვის მებრძოლ „ჰორნეთსს“ დაუპირისპირდა. „სპურსს“ წლევანდელ სეზონში სტაბილურობა აკლია, რაც უკანასკნელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ტეხასელებმა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და უშანსოდ დამარცხდნენ. 

„შარლოტს“ 33 ქულით კემბა უოკერმა ულიდერა. ჯერემი ლემბმა გუნდს 19 ქულა შესძინა, მარვინ უილიამსი კი 11 ქულით გამოირჩა.

„სპურსის“ რიგებში საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი გახლდათ, რომელმაც შეხვედრა 28 ქულით დაასრულა. დერიკ უაითმა თავი 18 ქულას მოუყარა, დემარ დეროუზენმა აქტივში 14 ქულა ჩაიწერა.

ჰიუსტონი - მემფისი 112- 94

ბოლო პერიოდში ჯეიმს ჰარდენის შესახებ ძალიან ბევრს საუბრობენ. NBA-ის მოქმედი MVP საოცარ ფორმაში იმყოფება, რაც „მემფისთან“ მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

ჰარდენმა 57 ქულა მიითვალა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ტეხასელთა რიგებში ჯეიმსის გარდა 10 ქულიანი ნიშნული სამმა კალათბურთელმა გადალახა. დანუელ ჰაუსმა 15 ქულა მიითვალა. ჯერალდ გრინმა 14 ქულა დააგროვა, ოსტინ რივერსი კი 11 დასჯერდა.

„მემფისის“ რიგებში 14-14 ქულით მაიკლ კონლი და გარეტ ტემპლი გამოიჩნენ. ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა 12 ქულა ჩაიწერა. შელვინ მაკმა კი მატჩი 10 ქულით დაასრულა.

სხვა მატჩების შედეგები

ბრუკლინი - ბოსტონი 109 – 102

იუტა - დეტროიტი 100 – 94

საკრამენტო - პორტლენდი 115 – 107

კლიპერსი - ნიუ ორლეანი 117 – 121

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები