Aa
Aa

ბითაძეს 4 ქულა ბელგარდში მოგებულ მატჩში

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის მორიგ ტურში FMP-ს სტუმრად, ბელგრადში მოუგო, ქართველმა ცენტრი კი ამ მატჩში პერსონალურების ლიმიტის გამო მხოლოდ 14:34 წუთი ითამაშა.

სერბულმა კლუბმა მონტენეგრულს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 70:87 დამარცხდა.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 4 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

“ბუდუჩნოსტმა” 10 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და ადრიატიკის ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ბითაძეს გუნდი მომდევნო მატჩს  21 იანვარს, შინ, მეორე ადგილზე მყოფ ხორვატულ “ცედევიტასთან” ჩაატარებს.

მანამდე, 18 იანვარს, ევროლიგის ეგიდით, პოდგორიცელები მადრიდის “რეალს” უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები