დუდა სანაძის 21-ქულიანი დებიუტი პოლონეთში
Aa
Aa

დუდა სანაძის 21-ქულიანი დებიუტი პოლონეთში

დუდა სანაძის ბრწყივალე დებიუტი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტი “რადომ როსასთან” გააფორმა.“რადომი” სტუმრად ” ლიუბინის “სტარტს” შეხვდა და 91:109 დამარცხდა, ქართველი ლეგიონერი კი 21 ქულით თავის გუნდში ბომბარდირი გახდა.

სანაძე სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 27:24 წუთი გაატარა და ამ მაჩვენებელში თანაგუნდელთაგან მხოლოდ ობი ტროტერს ჩამორჩა. დუდამ 7-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად სანაძემ 3 მოხსნა 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა მსროლელმა 3 ჯარიმა მიიღ და ბურთი ერთხელ დაკარგა.

5 მოგებითა და 10 მარცხით “რადომი” 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, 20 იანვარს, “რადომი” “სლემ სტალ ოსტროვს” უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები