Aa
Aa

"რეალმა" შესაძლოა "იუვენტუსიდან" ფეხბურთელი დაიბრუნოს

Marca”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელით, ალვარო მორატას შეძენით არის დაინტერესებული.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, „სამეფო კლუბი“ მზად არის ესპანელის დასაბრუნებლად „იუვენტუსს“ 32 მილიონი ევრო გადაიხადოს. მიუხედავად იმისა, თავად 23 წლის თავდამსხმელს არაერთხელ უთქვამს, რომ იტალიის ჩემპიონთა რიგების დატოვებას არ აპირებს, რამაც მადრიდელთა განზრახვას შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას.

როგორც მოგეხსენებათ, მორატა ესპანური გრანდის აღზრდილია, ხოლო 2014 წელს, იგი სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო „იუვენტუსს“ შეუერთდა. კლუბებს შორის კი არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, „რეალს“ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მორატას უკან დაბრუნება შეუძლია.

მიმდინარე სეზონში, „იუვენტუსის“ მაისურით მორატამ 21 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 გოლის და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები