Aa
Aa

"შენ ფეხბურთის მკვლელი ხარ"! - ისკო "რეალის" დატოვებას უახლოვდება

მადრიდის "რეალის" ბანაკში მთლად იდეალური ატმოსფერო არაა და ისკოსა და მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარის შორის არსებულ კონფლიქტზე პრესაში ბევრი იწერება.

ისკოს მიმდინარე სეზონში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლევა და ის "ბლანკოსის" ძირითადში ლა ლიგაში 5-ჯერ მოხვდა, თუმცა არცერთხელ სოლარის ხელმძღვანელობით. 

კონფლიქტთან დაკავშირებით მართლაც ბევრი საუბარია, დღეს კი მორიგი ტალღა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ისკოს ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა, აიტორ კოსტამ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე სოლარი გააკრიტიკა და მას "ფეხბურთის მკვლელი" უწოდა.

"სოლარი, შენ ფეხბურთი ისე გესმის, როგორც მე - ინჟინერია. შენ ფეხბურთის მკვლელი ხარ. შენნაირ ხალხს სახელი არ აქვს". - წერს კოსტა "ინსტაგრამზე".

ფეხბურთელის მეგობარმა აღნიშნული პოსტი გუშინდელი მატჩის შემდეგ გაავრცელა, რომელშიც ისკომ 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

იტალიური პრესის თქმით, 26 წლის ნახევარმცველთან "იუვენტუსი" ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს და დიდი შანსია, რომ ესპანელი ვარსკვლავი სწორედ "ვეკია სინიორას" რიგებში გადაბარგდეს. ისკოს "რეალთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები