ბარტრა:
Aa
Aa

ბარტრა: "ვინისიუსმა ბო**ს შვილი მიწოდა, მან დედაჩემი სამჯერ ახსენა"

ლა ლიგის მე-19 ტურში მადრიდის „რეალმა“ „ბეტისს“ სევილიაში 2:1 სძლია და მოწინავე ოთხეულს დაუბრუნდა.

სანტიაგო სოლარის გუნდმა რბილად რომ ვთქვათ ცუდად ითამაშა, თუმცა გამარჯვება მაინც მოახერხა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ერთი უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. მარკ ბარტრა და ვინისიუს ჟუნიორი შეკამათდნენ, რაც ბრაზილიელის ბილწსიტყვაობით დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ინციდენტზე ბარტრამ ისაუბრა: „ვინისიუსი უფრო ხშირად მიდნორზე ეგდო, ვიდრე თამაშობდა. მე მას ვთხოვე, რომ ის უნდა ამდგარიყო და თამაში გაეგრძელებინა, მან კი ბოზის შვილი მიწოდა. მან დედაჩემი სამჯერ ახსენა.

მას ბევრი რამ აქვს სასწავლი. არამგონია, რომ მსგავსი ქმედება „რეალის“ ფეხბურთელისთვის შესაფერისი იყოს“.

ბარტრამ განვლილი მატჩიც შეაფასა: „მადრიდელემა პირველ ნახევარში დიდი ძალებით შემოგვიტიეს, თუმცა შემდეგ ჩვენი თამაში ვიპოვეთ და მოედანზე ვდომინირებდით. საკუთარი სტილისთვის არ გვიღალატია.

დიახ, „რეალის“ დაცვის ხაზმა გაგვაკვირვა, მათგან ასეთი ტაქტიკით თამაში მოულოდნელი იყო, თუმცა არ ვთვლი, რომ ამ ფაქტმა ჩვენს მარცხში მთავარი როლი ითამაშა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები