Aa
Aa

"ბარსა" მორიგ რეკორდზე მიდის

საოცარ სვლაზეა ლუის ენრიკეს "ბარსელონა", რომელიც მეტოქეს მეტოქეზე ანადგურებს. ბოლოს ამ გუნდისთვის იოლი საკბილო "ვალენსია" გახდა, კატალონიელებმა "ღამურები" არც მეტი არც ნაკლები 7:0-ზე დაამარცხეს. 

"ბარსას" ოფიციალურ შეხვედრაში 3 ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია (გუნდმა მატჩი სევილიასთან დათმო), ამ უქმეებზე კი ლუის ენრიკეს ბიჭები მორიგი რეკორდის დამყარებას ეშურებიან, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტ ზედიზედ წაუგებელ თამაშს გულისხმობს. 

ეს რეკორდი ამჟამად პეპ გვარდიოლას 2010-2011 წლების "ბარსელონას" ეკუთვნის, რომელიც 28 მატჩი არ აგებდა.

კარს მომდგარ უქმეებზე ლუის ენრიკეს ბიჭები "ლევანტეს" ესტუმრებიან, ასე რომ, აღნიშნული რეკორდი მათთვის არცთუ რთულად შესასრულებელი უნდა იყოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები