Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

დენვერი - პორტლენდი 116 – 113

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცენტრალური მატჩი დენვერში შედგა, სადაც ერთმანეთს დასავლეთ კონფერენციის წამყვანი გუნდები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დემიენ ლილარდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა მისმა სამიანმა მიზანს არ უწია.

„დენვერის“ გამარჯვებაში ლომის წვლილი ნიკოლა იოკიჩმა შეიტანა. სერბი ცენტრის მონაგარმა 40 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. ჯამალ მარიმ გუნდს 24 ქულა შესძინა, ხოლო მალიკ ბიზლი 13 ქულით გამოირჩა.

„პორტლენდს“ 26 ქულით დემიენ ლილარდმა ულიდერა. სი ჯეი მაკკოლუმმა თავი 18 ქულას მოუყარა, ევან ტერნერი კი 13 ქულით გამოირჩა.

დალასი - გოლდენ სტეიტი 114 – 119

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, “გოლდენ სტეიტი” წარმატებულ სვლას განაგრძობს. ოკლენდელებმა მორიგი შეხვედრა ლუკა დონჩიჩის „დალასის“ წინააღმდეგ გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს.

„უორიორსს“ 48 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. კევინ დურანტმა აქტივში 28 ქულა ჩაიწერა, კლეი ტომპსონი კი 16 ქულით გამოირჩა.

„მავერიქსის“ რიგებში საუკეთესო სწორედ დონჩიჩი გახლდათ. სლოვენიელმა ახალწვეულმა 26 ქულას მოუყარა თავი. 19 წლის კალათბურთელის გარდა ჰარისონ ბარნსიც გამოირჩა, რომელმაც შეხვედრა 22 ქულით დაასრულა. დეანდრე ჯორდანმა კი 13 ქულასთან ერთად 14 მოხსნა გაიფორმა.

ატლანტა - მილუოკი 114 – 133

ორლანდო - ჰიუსტონი 116 – 109

ლეიკერსი - კლივლენდი 95 – 101

ნიუ იორკი - ფილადელფია 105 - 108

ვაშინგტონი - ტორონტო 138 - 140

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები