Aa
Aa

ბასილაშვილმა AUS OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ სათამაშო დღეს ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკსს 4 სეტში მოუგო და შემდეგ რაუნდში გავიდა.

უნდა ითქვას, რომ ბასილაშვილს იოლი მატჩი სულაც არ ჰქონია, რადგან პირველი 2 სეტის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, მე-3 სეტში კი ეუბანკსი ბრეიკით - 4:2 დაწინაურდა და პარტიის სათავისოდ დასრულებაც შეეძლო, თუმცა ვერც მოწოდება შეინარჩუნა და ვერც შემდეგ ტაიბრეიკზე მოპოვებული უპირატესობა. 

შედეგად, ნიკამ თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვა და 6:4; 4:6; 7:4; 6:3 იმარჯვა, რითაც შემდეგ წრეში იტალიელ სტეფანო ტრავალიას შეხვდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა 11 ეისი მოაწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 90-დან 65, მეორეზე კი 55-დან 27 ქულა მოიგო, 37 ვინერი შეასრულა და 38 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

ტრავალია 27 წლისაა და მსოფლიოს 137-ე ჩოგანი გახლავთ. აპენინელს ATP-ს ტიტული მოგებული არ აქვს, კარიერის საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელი კი 2018 წლის მაისში ჰქონდა, როცა კლასიფიკაციის 108-ე საფეხურზე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები