Aa
Aa

"სერ ალექსი: ეს რა ჯანდაბა გაცვია შვილო? ხელი ჩაწიე პატარა ფრანგო..."

პატრის ევრა ბოლო წლებში ფეხბურთის თამაშზე მეტად სოციალურ ქსელებში მხიარული ვიდეოების ატვირთვით უფრო გახლავთ ცნობილი.

მის ვიდეოებს უამრავი ქომაგი უყურებს და ხალისობს. სპორტული გვერდებიც საკმაოდ ხშირად წერენ მის შესახებ.

ამჯერად ევრამ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე სერ აელქს ფერგიუსონთან ერთად გადაღებული ფოტო გამოქვეყნა, რომელიც "იუნაიტედის" საწვრთნელ ბაზაზეა გადაღებული.

ევრამ საკუთარ თავს არ უღალატა და ფოტოს შემდეგი ტექსტი მიაწერა "სერ ალექსი: ეს რა ჯანდაბა გაცვია შვილო? უმჯობესია სირბილი დაიწყო, თუ არა და უკან სენეგალში დაგაბრუნებ და ახლა ხელი ჩაწიე პატარა ფრანგო..." დანარჩენი ისტოიაა!

ევრას იუმორის გრძნობას როგორც ჩანს საზღვარი არ აქვს. ვეტერანი ფრანგის ამ პოსტმა ინტერნეტი მალევე დაიპყრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები