ტომას ტუხელი: ''როცა გავძლიერდებით, კარგად დამეძინება''
Aa
Aa

ტომას ტუხელი: ''როცა გავძლიერდებით, კარგად დამეძინება''

''ნაპოლის'' ნახევარმცველი ალანი მიმდინარე თვეში შესაძლოა პსჟ-ს ფეხბურთელი გახდეს. ამავდროულად მედია ინფორმაციას ფრანგული კლუბიდან ადრიენ რაბიოს ''ბარსელონაში'' გადასვლის შესახებ ავრცელებს.

''ამიენთან'' მოგებული მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ისაუბრა: ''სპორტულმა დირექტორსა და პრეზიდენტს გუნდის გაძლიერება სურთ. მე ვენდობი მათ.

ვიცი რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა რთულია. იმედი მაქვს გავძლიერდებით. როცა გუნდი გაძლიერდება, ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ, შემდეგ კარგად დავიძინებ.''

პსჟ-მ ''ამიენთან'' გასვლითი მატჩი ნეიმარის გარეშე მოიგო. ტუხელის გუნდისთვის მბაპემ, კავანიმ და მარკინიოსმა გაიტანეს გოლები.

''ამიენთან'' რამდენიმე რეალური შანსი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა მენტალური სიძლიერე გამოვავლინეთ. რთულია ყოველი მატჩის მოგება და ყოველ თამაშზე კონცენტრაციით თამაში.''

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პსჟ არ დამარცხებულა. 18 ტურის შემდეგ ტუხელის გუნდის ანგარიშზე 50 ქულაა. პსჟ-მ მხოლოდ ''სტრასბურგთან'' და ''ბორდოსთან'' დაკარგა ქულები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები