სარი ვილიანის შესაძლოა ტრანსფერზე: ''ჩვენ ის გვჭირდება, მნიშვნელოვანი მოთამაშეა''
Aa
Aa

სარი ვილიანის შესაძლოა ტრანსფერზე: ''ჩვენ ის გვჭირდება, მნიშვნელოვანი მოთამაშეა''

ინგლისური და ესპანური მედიის ცნობით კატალონიის ''ბარსელონას'' ლონდონის ''ჩელსის'' შემტევის, ვილიანის შეძენა სურს. ამ თემაზე ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ''ჩელსის'' მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის ჰკითხეს.

''გაჩერდი, გაჩერდი, გაჩერდი. მე არ ვიცი რაიმე ვილიანის კონტრაქტის შესახებ. არ ვიცი რა გიპასუხოთ. შესაძლოა მას 12-წლიანი კონტრაქტი აქვს, მე არ ვიცი დეტალები. ცდილობთ ვისაუბრო თემაზე, რომელზეც ინფორმაცია არ მაქვს.

ისევე როგორც პედრო, ჩვენთვის ვილიანიც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მათ მსგავსად ჰადსონ-ოდოი  მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება.

ჩვენ გვჭირდება ვილიანი.''

ვილიანს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მას ''კორინთიანსსა'' და დონეცკის ''შახტარში'' უთამაშია. 2013 წელს რუსული ''ანჟიდან'' ''ჩელსიში'' გადავიდა. მას შემდეგ ''არისტოკრატია.''

ვილიანმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 64 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები