აზარი:
Aa
Aa

აზარი: "არსებობს მხოლოდ ერთი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე და ეს მესია!"

"ჩელსის" ბელგიელმა ათიანმა ედენ აზარმა HLN-თან ისაუბრა და ჰანვლილ 2018 წელსა და ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებზე ისაუბრა.

განსაკუთრებით საინტერესო იყო აზარის საუბარი ლეო მესის შესახებ.

ბელგიელმა არგენტინელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

"არსებობს მხოლოდ ერთი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე და ეს მესია!

"ბარსელონასთან" ჩატარებული ორი მატჩი 2018 წელს ჩემი ყველაზე კარგი მოგონება იყო.

ბედნიერი ვიყავი, რომ "ბარსასა" და მესის წინააღმდეგ ვთამაშობდი, თუმცა თავი ისე ვერ წარმოვაჩინე როგორც ველოდი.

იმედგაცრუებული ვიყავი. ჩემი სამი შვილი იმ საღამოს "სტემფორდ ბრიჯზე" იმყოფებოდა. უფროსი ვაჟი მესის დიდი ფანია.

სინამდვილეში ჩვენ ყველანი მესის ფანები ვართ. მას მესის ნახვა უნდოდა, რადგან ის განსაკუთრებული მოთამაშეა.

იმ საღამოს "ბარსელონას" წინააღმდეგ, ერთ-ერთ მომენტში მეტოქესთან მჭიდრო კონტაქტის დროს ბურთზე ერთი შეხებით ვითამაშე, ამ დროს კი ჩემმა შვილმა ლეომ ტრიბუნებიდან იყვირა: "ჰა ჰაა, ჩემს მამას ჰგონია, რომ "ბარსელონაში" თამაშობს."

ბავშვებთან ხანდახან რთულია ხოლმე. ისინი მუდამ სიმართლეს ამბობენ, თუმცა როცა მე კარგად ავთამაშდები, ისინი მამასაც შეაქებენ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები