Aa
Aa

"ჩელსის" იგუაინის გაფორმება ეჩქარება - მორატა, თუ სრული თანხა?

ლონდონის „ჩელსი“ გონსალო იგუაინის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. „ლურჯები“ ტურინის „იუვენტუსსა“ და „მილანს“ გარიგებაში ალვარო მორატას ჩართვას სთავაზობენ.

ტურინელთა პოზიცია სრულიად მკაფიოა - მათ იგუაინის სანაცვლოდ 55 მილიონი ევროს მიღება სურთ და ვინაიდან აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება „მილანს“ აქვს, მშვიდად ყოფნას ამჯობინებენ და მოვლენათა განვითარებას ელოდებიან.

მილანელებმა იგუაინი ზაფხულში დამატეს და მის იჯარაში 18 მილიონი ევრო გადაიხადეს, წელს კი დარჩენილი თანხის, 37 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ამიტომ, „ჩელსი“ მათ უნდა მოელაპარაკოს.

მორატას „სტემფორდ ბრიჯიდან“ იანვარშივე შესაძლო აბარგდება თითქმის გადაწყვეტილია, მისი ტრანსფერი სწორედ ამ გარიგებაში შესაძლო ჩართვის გამო ფერხდება. ერთი ფაქტია, რომ „ჩელსის“ იგუაინის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რისთვისაც ორი გზა რჩება - მორატას გარიგებაში გამოყენება, ან სატრანსფერო თანხის სრულად დაფარვა.

ამრიგად, უახლოეს დღეებში ამ ტრანსფერის გარშემო მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაიწყება, რომელმაც სამომავლო კონტურები ნათლად უნდა გამოკვეთოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები