„პრემიერლიგაში“ იანვრის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშეები გამოვლინდნენ
Aa
Aa

„პრემიერლიგაში“ იანვრის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშეები გამოვლინდნენ

პრემიერ ლიგის გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური თავდამსხმელი სერხიო სერხიო აგუერო აირჩიეს. არგენტინელი ჩინებულად დაბრუნდა ტრავმის შემდეგ. მან ორ-ორი გოლი გაუტანა "კრისტალ პალასს" და  "ვესტ ჰემს". "უოტფორდთან" კი გამარჯვების მომტანი თავური შეაგდო. გარდა ამისა, კუნის ანგარიშზე 1 ასისტიც არის.

საბოლოო ჯამში, სერხიო აგუერომ ოთხ შეხვედრაში ხუთი ბურთი შეაგდო და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. რის შემდეგაც, სრულიად დამსახურებულად მოიპოვა აღნიშული წოდება.

თვის საუკეთესო სპეციალისტად კი "საუთჰემპტონის" დამრიგებელი რონალდ კუმანი დაასახელეს. "წმინდანებმა" ოთხ ტურში 10 ქულა მოიპოვეს და ყველა მატჩი მშრალად ჩაატარეს.

"საუთჰემპტონმა" საკუთარ მოედანზე "უოტფორდს" სძლია(2-0), ამის შემდეგ სტუმრად "ვესტ ბრომვიჩი" გაანადგურა(3:0), ოლდ ტრაფორდზე 0:1 იმარჯვა და ემირეითსზე უგოლო ფრე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები