Aa
Aa

NBA-ს რეკორდი: ჰარდენის უნიკალური სამმაგი დუბლი! "ბაბუაწვერა" და კობი...

გამთენიისას NBA-ში "ჰიუსტონ როქეთსმა" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და დამაჯერებლად 141:113 გაიმარჯვა.

გარდა იმისა, რომ მატჩი სანახაობრივი გამოდგა და ჯამში 254 ქულა ჩავარდა, ტეხასელმა "ბაბუაწვერამ" ლიგის რეკორდი დაამყარა.

ჯეიმს ჰარდენი გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელსაც 40-ქულიანი სამმაგი დუბლის შესასრულებლად ნახევარი საათიც კი არ დასჭირდა.

ჰარდენმა 29:34 წუთში 43 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა, 2 ართმევა და 2 ბლოკი გაიფორმა.

მიმდინარე სეზონში 29 წლის კალათბურთელი საშუალოდ 37,1 წუთში, ერთ შეხვედრაში 34,1 ქულას, 8,7 პასს, 6,1 მოხსნას, 2 ართმევასა და 0,6 ბლოკს აკეთებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ჰარდენი ბოლო 15 შეხვედრაში საშუალოდ 40,5 ქულას აგროვებს. მსგავსი შედეგი NBA-ში 1976 წლის შემდეგ მხოლოდ კობი ბრაიანტს ჰქონდა.

"ჰიუსტონ როქეთსი" ამ გამარჯვების (ჯამში 24) შემდეგ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებს.

ჰარდენი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს სტუმრად "ორლანდოსთან" ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები