ალვეშის მორიგი უკმეხი განცხადება რონალდუზე - კონფლიქტი გრძელდება!
Aa
Aa

ალვეშის მორიგი უკმეხი განცხადება რონალდუზე - კონფლიქტი გრძელდება!

"ბარსელონას" ბრაზილიელი განაპირა მცველი და საკლუბო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე დანიელ ალვეში საკმაოდ ეპატაჟური პიროვნებაა და ხშირად პრესაში აზრების დაუფარავად და შეულამაზებლად გამოთქმასაც არ ერიდება. 

მოგეხსენებათ, ალვეშსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის თბილი და ტკბილი დამოკიდებულება სულაც არაა. აი რა უთხრა ესპანელ ჟურნალისტებს ალვეშმა პორტუგალიელის შესახებ:

"მე რონალდუზე გაბრაზებული არ ვიყავი, თუმცა მისი განცხადებით, მუდამ უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიებდი და ვაკრიტიკებდი, არადა ასე ნამდვილად არ ყოფილა, დრო ისედაც ცოტა მაქვს და ძვირფას წამებს მასზე სალაპარაკოდ არ დავხარჯავდი".

"მასთან პირადად არასდროს მისაუბრია და ამის სურვილი არც მომავალში მექნება. არც ის იქნება პრობლემა თუ მე და რონალდუ ერთმანეთს არ მივესალმებით, ეს საერთოდ არ მადარდებს". - ცხარობს ალვეში, მის ამ კომენტარს კი ესპანური "marca" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ციურიხში "ოქროს ბურთის" გალა დაჯილდოებაზე ალვეში რონალდუს მიესალმა, თუმცა კრიშტიანუმ ის უპასუხოდ დატოვა...

ისე კი, აქვე აღვნიშნოთ, რომ დღეს რონალდუს დაბადების დღეა, პორტუგალიელი 31 წლისა შესრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები