კოტე მიქაუტაძე - "მსოფლიო თასზე სენსაცია? რატომ არ შეიძლება ის ჩვენ დავაფიქსიროთ?

სიახლე 11.01.2019
A+ A- 10:32

ბორჯღალოსანი კოტე მიქაუტაძე, რომელმაც 2018 წლის სანაკრებო სეზონის სტარტზე ხელი მოიტეხა, დეკემბრის დასაწყისში მოედანს დაუბრუნდა და ნელ-ნელა საუკეთესო ფორმაში შედის.

ერთ თვეში ჩვენს გუნდს რაგბი ევროპის ჩემპიონატი ელის, ზაფხულიდან კი ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი იწყება, რომლის დამაგვირგვინებელი ფაზა სექტემბერ-ოქტომბერში მსოფლიო თასზე იაპონიაში გვექნება.

 

  • ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი დადგა. ყველა მოთამაშე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს, რათა მსოფლიო თასზე მინიმუმ ისეთი შედეგი ვაჩვენოთ, როგორიც 2015 წლის მსოფლიო თასზე გვქონდა.
  • იაპონიაში ავსტრალიას, უელსს, ფიჯის და ურუგვაის ვეთამაშებით. რომელ გუნდებთან ვგეგმავთ გამარჯვებას?
  • ალბათ ურუგვაი და ფიჯი, რადგან ამ გუნდებთან უკვე გვაქვს რამდენჯერმე მოგებული.
  • ჩემპიონატს უელსთან მატჩით ვიწყებთ, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე კარდიფშიგადაგვირჩა“. იაპონიაში მათი დამარცხების შანსი არ გვექნება?
  • მოდით სიტუაცია რეალურად შევაფასოთ: უელსს 2017 წლის მატჩში ჩვენს წინააღმდეგ არ ყავდა ის მოთამაშეები, რომლითაც ინგლისთან, ახალ ზელანდიასთან, ირლანდიასთან თამაშობენ, უფრო სარეზერვო შემადგენლობა გამოიყვანეს; ეს იყო პირველი მატჩი ჩვენს შორის და მოულოდნელობის ეფექტიც იყო, არ ეგონათ, თუ ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდით; რა თქმა უნდა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ იმ დღეს ჩვენც კარგად ვითამაშეთ. 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსი ბევრად უფრო მომზადებული და ძლიერი გუნდით დაგვხვდება. თუმცა ვნახოთ რა იქნება, ყველაფერი შესაძლებელია.
  • კალენდარს თუ გადავხედავთ, ასე ვთქვათ მოსაგებ თამაშებს, ურუგვაისა და ფიჯისთან ოთხდღიანი ინტერვალით ვმართავთ. გვეყოფა ძალა ორივე თამაშის უძლიერესი შემადგენლობით ჩასატარებლად? თუ ვთქვათ ურუგვაისთან, ძალების დაზოგვას ვეცდებით?
  • სამთვიანი ინტენსიური მომზადების შემდეგ, წესით, მესამე თამაშისთვის, თუნდაც ის მეოთხე დღეს გქონდეს, ძალა აუცილებლად უნდა გეყოს. არა მგონია სწორი იყოს ურუგვაისთან ძალების დაზოგვაზე ფიქრი. ეს მსოფლიო თასია და ყველა მოწინააღმდეგე უნდა დავაფასოთ.
  • ზაფხულში ფიჯიმ დიდი სხვაობით მოგვიგო და განსაკუთრებით მეორე ტაიმში გვაჯობა. რის ხარჯზე უნდა მოვუგოთ მათ იაპონიაში?
  • არაერთი მიზეზის გამო, ზაფხულში პატარა ჩავარდნა გვქონდა. რა თქმა უნდა, იაპონიაში ფიჯისთან გამარჯვების არცთუ მცირე შანსი გვექნება და ეს ფიზიკური სიძლიერის, ასევე გამძლეობის ხარჯზე უნდა მოვახერხოთ.
  • მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპს ავსტრალიასთან ვასრულებთ, რომელთანაც აქამდე არასდროს გვითამაშია. შესაძლებელია სენსაციის დაფიქსირება?
  • ყველა მსოფლიო თასზე მინიმუმ ერთი სენსაცია ფიქსირდება და რატომ არ შეიძლება ის ჩვენ დავაფიქსიროთ? მით უმეტეს, რომ მათთან დასაკარგი არაფერი გვაქვს და თავისუფლად ვითამაშებთ.
  • წელიწადს ერთ თვეში, ტრადიციულად რაგბი ევროპის ჩემპიონატით ვიწყებთ. როგორ ფიქრობთ, ეს ტურნირი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად, სქემების დასახვეწად უნდა გამოვიყენოთ, თუ ახალგაზრდა მორაგბეებს უნდა ჰქონდეთ თავის გამოჩენის შესაძლებლობა?
  • ჩემი აზრით, ამ ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით თამაში საჭირო არ არის და სჯობს, ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა მიეცეთ. მსოფლიო თასის წინ 3-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი გვექნება, ვითამაშებთ სამ ამხანაგურ თამაშს და ვფიქრობ, ეს საკმარისი უნდა იყოს სქემების დასახვეწად და იაპონიაში საუკეთესო გუნდის გასაყვანად.
  • აგვისტოში თბილისში შოტლანდია ჩამოდის, პირველი ტიერ1-ის გუნდებიდან! რას გვეტყვით მათი ვიზიტის შესახებ?
  • პირველ რიგში ვიტყვი, რომ მსოფლიო თასის წინ, ასეთი მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი დონის გუნდის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მათგან პატივისცემა დავიმსახურეთ და ეს ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესია. ვიმედოვნებ, რომ მომავალში პირველი დონის გუნდებთან უფრო მეტი თამაში გვექნება, მათ შორის საქართველოში.
  • ნოემბრის ტესტები ტრავმის გამო გამოტოვეთ. როგორ ჩაიარა რეაბილიტაციამ და ამჟამად როგორ ფორმაში ხართ?
  • სექტემბრის დასაწყისში, ‘ბორდოსთან’ მატჩში ხელი მოვიტეხე. რეაბილიტაციის პროცესმა კარგად, გართულებების გარეშე ჩაიარა და მოედანს იმაზე 2 კვირით ადრე დავურუნდი, რასაც ექიმები მიწინასწარმეტყველებდნენ. ახლა ნორმალურ ფორმაში ვარ, თუმცა მაქსიმუმამდე ჯერ არ მივსულვარ. თავდაუზოგავი შრომით ნელ-ნელა წინ წავიწევ და იმედია, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნები.
  • ძნელი იყო ნოემბრის ტესტებისგვერდიდან ყურება“?
  • რა თქმა უნდა. ძალიან ძნელია უყურო შენი მეგობრების თამაშს, როდესაც იცი, რომ მათ ვერაფრით დაეხმარები.
  • როგორ ფიქრობთ, იტალიასთან მატჩისას თქვენ და სხვა ტრავმირებული მორაგბეები მოედანზე რომ ყოფილიყავით, შედეგი სხვანაირი იქნებოდა?
  • ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იმ ბიჭებმა, ვინც მოედანზე იყვნენ, ბოლომდე იბრძოლეს, თავი არ დაზოგეს. ტრავმების გამო, ზოგიერთ მათგანს პოზიციის შეცვლა მოუწია, რაც იოლი არაა. ამდენი ტრავმა რომ არ ყოფილიყო ასე არ მოხდებოდა და ვფიქრობ, თამაშის ხასიათიც სხვაგვარი იქნებოდა.
  • მთლიანობაში, ნოემბრის ტესტებს როგორ შეაფასებთ?
  • ძალიან კარგად. ორი თამაში მოვიგეთ და გუნდის ზრდა სახეზე იყო, რაც ამ შემთხვევაში უმთავრესია. ეს განსაკუთრებით სამოასთან მეორე ტაიმში გამოჩნდა, როდესაც ბიჭებმა ერთი შეხედვით წაგებული თამაში შემოატრიალეს.
  • მონპელიებოლო წლებში საჩემპიონი ფლეი ოფს რეგულარულად თამაშობდა, ამჟამად კი მე-9 ადგილზეა. რა არის ამის მიზეზი და როგორია თქვენი მიზანი?
  • სეზონის სტარტზე ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა და ის ცუდად დავიწყეთ. საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულებამდე კიდევ 12 თამაში დარჩა და მიზანი რა თქმა უნდა ექვსეულში მოხვედრაა. გარდა ამისა, ევროთასებზე ორი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და ორივეს მოგებას ვგეგმავთ, რათა ფლეი ოფში გავიდეთ და მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.
  • მონპელიეტოპ 14-ში ყველაზე ქართული გუნდია. როგორ ფორმაში არიან მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა?
  • მიშა აგერ უკვე მერამდენე სეზონია ძალიან მაგარ ფორმაშია და თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც შეეხება ლევანს, როგორც კი ფორმაში შედის, პატარ-პატარა ტრავმებს იღებს... ახლაც ცხვირი აქვს გატეხილი. ამ ტრავმების ბრალია სტაბილურად რომ ვერ თამაშობს.
  • გელა აფრასიძე და უშანგი ჭეიშვილი პირველ გუნდში როდის დამკვიდრდებიან?
  • გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა და თანაც უცხოელებზე შეზღუდვაა დაწესებული. თითო თამაშზე მინიმუმ 15 ფრანგი, ან ესპუარების აღზრდილი მოთამაშე უნდა იყოს. ადრე არაუცხოელად ის მორაგბე ითვლებოდა, რომელიც ესპუარებში მინიმუმ 3 წელი ითამაშებდა, ახლა კი ეს ვადა 5 წლამდე გაიზარდა. უჩა მომავალი წლიდან უცხოელად აღარ ჩაითვლება, გელას ამისთვის კიდევ ერთი წელი ჭირდება და ორივეს მეტი თამაში მოუწევთ. უჩამ ამ სეზონში ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შაბათსაც განაცხადში იქნება. კლუბში ორივე მორაგბით კმაყოფილი არიან და ვიმედოვნებ, პირველ გუნდში მალე დამკვიდრდებიან.

რამდენიმე საათის წინ კონორ მაკგრეგორმა, UFC-ის ქომაგები შოკში ჩააგდო. ირლანდიელმა მებრძოლმა კარიერის დასრულების შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

2018-19 წლების სეზონი NFL-სთვის განსაკუთრებულია. ნაციონალური საფეხბურთო ლიგა დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. NFL-ის მესვეურებმა გადაწყვიტეს გულშ...

29-31 მარტს თბილისი ძიუდოს გრან პრის უმასპინძლებს. დედაქალქში გასამართ ტურნირზე მონაწილეობას 53 ქვეყნის 410 სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს ნაკრები ტუ...

30 წლის ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა, კარიერა დაასრულა. გადაწყვეტილების შესახებ მან გულშემატკივრებს სოციალური ქსელების მეშვეობით ამცნო. მა...

მოსკოვში „ხარლამპიევის მემორიალზე“ სამბისტთა მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმაც მიიღო. ქართველმა...

ტაისონ ფიური რინგზე 16 ივნისს დაბრუნდება. მისი ოპონენტი 24 წლის გერმანელი მებრძოლი, ტომ შვარცი, იქნება. ამ უკანასკნელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი...

ქართველი რიკიში ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი „ჰარუ ბაშოზე“ ოძეკის რანგს დაემშვიდობა. ტრავმებით გაწამებულმა ტოჩინოშინმა კიდევ ერთი კაჩი-კ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ტაისონ ფიური 16 ივნისს, ლას-ვეგასში, ტომ შვარცს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელს კარიერის მანძილზე 24 შეხვედრა აქვ...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

„ნიუ ინგლენდ პეთრიოთსის“ სუპერვარსკლავმა, რობ გრონკოვსკიმ, კარიერა დაასრულა. 29 წლის ფეხბურთელმა საკუთარი გადაწყვეტილება გულშემატკივრებს &...

2019 წლის ჰარუ ბაშო ტოჩინოშინისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. ქართველმა სეკიტორმა ოძეკის წოდება დაკარგა. ბოლო ტურნირებზე ლევან გორგაძე მუდმივად კად...

ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ "ჰარუ ბაშოზე" გამოსვლა წარუმატებლად დაასრულა და ოძეკის წოდებას დაემშვიდობა... ბაშოს დასკვნით დღეს ტოჩინოშინი სეკივაკე ...

როგორც მოგეხსენებათ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში უკვე ჩემპიონის რანგში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა კრასნოდარში რუსეთი 22:6 დაამარცხა. ეს იყო ...

"ჰარუ ბაშოს" მე-14 დღეს კადობანში მყოფი ტოჩინოშინი თავისთვის უხერხულ მეტოქეს ტამავაშის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. დღემდე ლევან გორგაძ...

ქართველმა პარამოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა იტალიის ქალაქ პიზაში დიდ წარმატებას მიაღწია. მან ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში...

ხაბიბ ნურმაგომედოვთან დაპირისპირების შემდეგ ამტყდარი ჩხუბის გამო კონორ მაკგრეგორმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ოქტაგონს აპრილამდე ვერ დაუბრუნდება. ირლანდ...

რამდენიმე კვირაა DAZN ვლადიმირ კლიჩკოს გადაბირებას აქტიურად ცდილობს. ბრიტანულმა კომპანიამ უკრაინელს სოლიდური წინადადებით მიმართა, თუმცა ეს უკანასკნელი...

რეკომენდებული სიახლეები
30 წლის ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა, კარიერა დაასრულა. გადაწყვეტილების შესახებ მან გულშემატკივრებს სოციალური ქსელების მეშვეობით ამცნო. მა...
26.03.2019
ქართველი რიკიში ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი „ჰარუ ბაშოზე“ ოძეკის რანგს დაემშვიდობა. ტრავმებით გაწამებულმა ტოჩინოშინმა კიდევ ერთი კაჩი-კ...
25.03.2019
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პორტუგალიამ სერბეთს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ფერნანდო სანტუშის გუნდმა ორ ქულა...
26.03.2019
საქართველოსა და შვეიცარიის მატჩში მომხდარი ინციდენტი ევროპული მედიის განხილვის საგნად იქცა. წამყვანი ბრიტანული და შვეიცარიული გამოცემები ჯანო ანანიძის...
25.03.2019
ზინედინ ზიდანი „რეალის“ შემადგენლობის გაძლიერების ვარიანტებს აქტიურად განიხილავს და ფლორენტინო პერესისთვის გადასაცემ სიას ადგენს. ზიზუ ზაფ...
25.03.2019
მადრიდის "რეალს", რომ ზაფხულში დიდი გეგმები აქვს ამის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. გასარკვევი მხოლოდ ის არის, თუ რამდენად მასშტაბური და გრანდიოზუ...
25.03.2019
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ La Gazzetta Dello Sport-თან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე და მათ ფავორიტებზე ისაუბრა. პირლოს...
25.03.2019
ესპანეთის ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას ლუის ენრიკეს გარეშე გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში მალტასთან "ფურია როხას" ლუის ენ...
26.03.2019
ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ, დაახლოებით ერთწლიანი ლოდინის შემდეგ 2018 წელს მოპოვებული საჩემპიონო ბეჭედი მიიღო, რომელიც  მისმა ახლო მეგობარმა...
25.03.2019
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველის საბა კვერკველიას მიმართ ინტერესს ზაფხულში "ლესტერი" იჩენდა და ტრანსფერი თითქოს რეალ...
25.03.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
26.03.2019
უკანასკნელი სიახლეები