Aa
Aa

"ატლეტიკო" და "სევილია" - მორატა ესპანეთში ბრუნდება?

Goal-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკო“ ალვარო მორატას შეძენით ინტერესდება.

ესპანელ ფორვარდს „ჩელსის“ დატოვება მოუწევს, რადგან ლონდონელები უახლოეს დღეებში გონსალო იგუაინის გაფორმებას გეგმავენ.

მორატას გადაბირებით „ატლეტიკოს“ გარდა „სევილიაც“ ინტერესდება.

„როხიბლანკოს“ თავკაცმა დიეგო სიმეონემ მორატას შესაძლო შეძენაზე დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა: „მე არ ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენთან არ არიან“.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოს“ მორატას დამატება სეზონის ბოლომდე არენდით სურს, რადგან 2019 წლის ზაფხულში მადრიდელთა რიგებში ცვლილებებია მოსალოდნელი.

გაურკვეველია ანტუან გრიზმანისა და დიეგო კოშტას ბედი. თუ რომელიმე მათგანი კლუბს დატოვებს, ასეთ შემთხვევაში მორატას გამოსყიდვის შანსები ერთიორად გაიზრდება, თუმცა საამისოდ ჯერ ესპანელის თაობაზე „ჩელსის“ უნდა შეუთანხმდნენ.

იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ალვარო მორატას ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები