Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ჰიუსტონი - მილუოკი 109 – 116

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საინტერესო შეხვედრები გაიმართა. გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში ტეხასში ჩატარებული მატჩი მოექცა, სადაც „ჰიუსტონმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი, „მილუოკი ბაქსი“ მიიღო.

„როქეთსმა“ პირველი ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა მესამე პერიოდში მეტოქის შეჩერება ვერ მოახერხა და დასანანი მარცხი განიცადა.

„ჰიუსტონის“ რიგებში საუკეთესო კვლავ ჯეიმს ჰარდენი გახლდათ. ამ უკანასკნელმა აქტივში 42 ქულა, 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. კლინტ კაპელამ გუნდს 18 ქულა და 13 მოხსნა შესძინა. ჯერალდ გრინმა კი მატჩი 16 ქულით დაასრულა.

„ბაქსს“ 27 ქულითა და 21 მოხსნით იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. მალკოლმ ბროგდონმა 24 ქულა დააგროვა, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ერსან ილიასოვამ თავი 10 ქულას მოუყარა.

მემფისი - სან ანტონიო 96 – 86

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიომ“ 5 მატჩიანი წაუგებელი სერია „მემფისთან“ შეწყვიტა. ტეხასელებმა საშინლად იასპარეზეს და გამარჯვებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ. „სპურსი“ განსაკუთრებით ცუდად შეტევაში გამოიყურებოდა და ჯამში მხოლოდ და მხოლოდ 86 ქულა დააგროვა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მარკ გასოლი გახდა. მემფისელთა ცენტრმა 26 ქულასთან ერთად 14 მოხსნა დააგროვა. მაიკ კონლი 15 ქულით გამოირჩა, ხოლო შელვინ მაკი 10 ქულას დასჯერდა.

„სან ანტონიოს“ მხრიდან 14-14 ქულით ბრინ ფორბსი და მარკო ბელინელი გამოირჩნენ. ლამარკუს ოლდრიჯმა 13 ქულა დააგროვა. დერიკ უაითმა კი თავი 12 ქულას მოუყარა.

სხვა მატჩების შედეგები

ბოსტონი - ინდიანა 135 – 108

ვაშინგტონი - ფილადელფია 123 – 106

ბრუკლინი - ატლანტა 116 – 100

ნიუ ორლეანი - კლივლენდი 140 – 124

დალასი - ფინიქსი 104 – 94

იუტა - ორლანდო 106 – 93

პორტლენდი - ჩიკაგო 124 – 112

ლეიკერსი - დეტროიტი 113 – 100

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები