ბასილაშვილი AUS OPEN-ის პირველ წრეში კვალიფიკანტს შეხვდება
Aa
Aa

ბასილაშვილი AUS OPEN-ის პირველ წრეში კვალიფიკანტს შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე განთესილთა შორისაა, იგი ტურნირის მე-19 ნომერია და პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება მეორე წრის პოტენციურ მეტოქეს, იგი მსოფლიოს მე-80 ჩოგან გუიდო ანდრეოცისა და კიდევ ერთი კვალიფიკანტის მატჩში გაირკვევა.

ქართველი ჩოგბურთელი ბადის მეორე მხარეს მოხვდა, სადაც რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი არიან. პირველი სერიოზული გამოცდა, შესაძლოა, მე-3 წრეში იყოს, სადაც ნიკას პოტენციური მეტოქე ATP-ს კლასიფიკაციის მე-15 ნომერი, სტეფანოს ციციპასია. ხოლო, თუკი ბასილაშვილი 1/8 ფინალამდე მივა, დიდი ალბათობით, ფედერერს დაუპირისპირდება, ნადალი კი ჩვენებურს 1/2 ფინალამდე არ შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამინდელი მსოფლიო რეიტინგის მე-20 პოზიციაზეა. მან გასული წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-3 რაუნდში ითამაშა და 90 ქულა აქვს დასაცავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები