MBG-იმ  “ა” ლიგის საგზური მოიპოვა
Aa
Aa

MBG-იმ “ა” ლიგის საგზური მოიპოვა

სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი “ა” ლიგა დაკომპლექტდა და 15 იანვრიდან დაიწყება.

ტურნირის მე-6 წევრის ვინაობა დღეს გაირკვა. ლიგაში უკვე მყოფ “აფხაზეთს”, “არენა-ორბს”, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, “თბილისს” და “ვერას” დღეს MBG-იც შეუერთდა.

მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა “წყალტუბოს” საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩიც მოუგო და “ა” ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.

ქუთაისში გამართული შეხვედრა თბილისელებმა მეტოქეს 89:79 მოუგეს და 2 მატჩის ჯამში დიდი უპირატესობით იმარჯვეს.

კობეშავიძის გაწვრთნილ გუნდს ლეგიონერებმა ულიდერეს: დეონტა ნორთმა 29, ხოლო ჯეროდ სანდერსმა 28 ქულა ჩააგდო. 10-10 ქულა მიითვალეს ნიკა რამიშვილმა და დარკო კოჰადარევიჩმა. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

15 იანვრიდან “ა” ლიგის 6 მონაწილე 2 წრედ ითამაშებს, რის შემდეგაც 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ნახევარფინალში დაწყვილდება.

ფინალის მომგები გუნდი სუპერლიგაში პირდაპირ გადავა, ხოლო მეორეადგილოსანი სუპერლიგის მე-9 ადგილზე გასულ გუნდთან გადასასვლელ საკვალიფიკაციო სერიას ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები